ავთქვიფოთ მარილი, მდოგვი და კვერცხის გული, წვრილი ნაკადით ვუმატოთ ზეთი და თან ვთქვიფოთ. როცა მასა შესქელდება, დავუმატოთ სოუსის დანარჩენი ინგრედიენტები. 2 ს.კ. ზეთში შევბრაწოთ პური და მოვაყაროთ ბაზილიკი. სალათის ფოთლები დავაქუცმაცოთ, ზედ დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი, ქათმის ხორცი, შებრაწული პური, ხახვი, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ პარმეზანი.