ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მწვანილი – წვრილად, ხოლო კარტოფილი – რგოლებად. ქოთნის ძირში ჩავდოთ 1 ს.კ. კარაქი, ზედ დავაწყოთ კარტოფილი, ხახვი, მწვანილი და ტყემალი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ზემოდან მეორე ფენა ამავე მეთოდით დავაწყოთ, ბოლოს დავადოთ კვლავ 1 ს.კ. კარაქი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარტოფილი არ დაიფაროს, დავახუროთ სახურავი და მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ კარგად მოიხარშება.