ტაფაზე გაახურეთ ზეთი, მოხრაკეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და წმინდად დაჭრილი ნიორი. დაუმატეთ ხორცის ფარში, მარილი და პილპილი, თუშეთ რამდენიმე წუთით. დაასხით პომიდვრის კონსერვი, ტომატპასტა, აურიეთ, განაგრძეთ მოთუშვა, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. ცალკე ჯამში მოათვსეთ რიკოტას ყველი, დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ შაშკვლავით), ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ გახეხილი 1/2 ჭიქა პარმეზანი და კარგად აურიეთ. აიღეთ ღრმა ფორმის ცეცხლგამძლე ჯამი. წაუსვით ზეთი და ჩაალაგეთ ერთმანეთზე მიჯრით, სიგრძეზე (ცენტრიდან კიდეებისკენ ლაზანიას ფირფიტები, ისე, რომ ფირფიტები კიდეებიდან გადმოვიდეს. გულში მოაყარეთ გახეხილი მოცარელა, ზემოდან გაანაწილეთ ხორცის ფარშის მასის ნახევარი, დაფარეთ ფარში ლაზანიას ფირფიტებით, შემდეგ გაანაწილეთ რიკოტას ყველის მასა, კვლავ დაფარეთ ლაზანიას ფირფიტებით, შემდეგ ისევ გახეხილი მოცარელა და ზემოდან ხორცის ფარშის მასა. ახლა უკვე გადმოუკეცეთ ლაზანიას კიდეებზე გადასული ფირფიტები და ასე დაფარეთ ფარში. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში. მანამდე მოამზადეთ სოუსი: პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და შეუჩერებლად ურიეთ. ჩაასხით რძე და განაგრძეთ სწრაფი მოძრაობით მორევა, მასა რომ ადუღდება, დაუმატეთ მარილი და პილპილი (გემოვნებით), ჩაყარეთ 1/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი და ურიეთ, სანამ ყველი არ ჩადნება, ხოლო მასა არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან. გამოიღეთ ღუმელიდან ლაზანია, ამოაბრუნეთ სასურველ ჭურჭელზე და მოასხით მომზადებული სოუსი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!