მაკარონი მოვხარშოთ. ნიახური, კვერცხი და წიწაკა დავჭრათ კუბებად. გავფცქვნათ კიტრი, გამოვაცალოთ თესლი და ამავე ზომაზე დავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და მდოგვი. ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!