ღვეზელი ყაბაყით და სტაფილოთი
ღვეზელი ყაბაყით და სტაფილოთი
დრო 80წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი ან მარგარინი - 150 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • ცივი წყალი - 7 ს.კ
  • მარილი
  • ყაბაყი (ან ცუკინი) - 2
  • სტაფილო - 2
  • კვერცხი - 4
  • ყველი - 150 გ
  • ნაღები 20%-იანი ან რძე - 300 მლ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1/2 ჩ.კ
  • ნიორი - 1-2 კბ
მომზადების წესები
ღვეზელის ცომი ძალიან მარტივად მზადდება: ცივი კარაქი დავჭრათ კუბებად, დავაყაროთ ფქვილი და ხელით ავსრისოთ. მივიღებთ ფხვიერ მასას. დავასხათ ცივი წყალი და ხელით კარგად მოვზილოთ. მარილიც არ დაგვავიწყდეს.

ავიღოთ მრგვალი ფორმა და ცომი ჩავაფინოთ ძირსა და გვერდებზე.  შევდგათ მაცივარში და მოვამზადოთ გულსართი. სტაფილო და ყაბაყი (კანიანად) ბოსტნეულის სათლელით თანაბარ, სიფრიფანა ლენტებად დავჭრათ.

კვერცხი ავთქვიფოთ მსუბუქად და დავამატოთ ნაღები, მარილი, პილპილი, ნიორი და მუსკატის კაკალი. შევურიოთ გახეხილი ყველი.

ცომზე მონაცვლეობით დავალაგოთ ბოსტნეულის ლენტები, დავასხათ სოუსი,  და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 40-50 წუთი