კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, გადაწურეთ და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. დაუმატეთ მწვანე ხახვის დაჭრილი ფოჩები, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ. აიღეთ სოსისები, მოათავსეთ ხის ზედაპირზე, ცალი მხრიდან ჩაჭერით ჯერ ერთხელ, შემდეგ კიდევ მეორედ, ისე რომ მიიღოთ 4-ად გატოტილი ბოლოები. გაუყარეთ ჩაჭრილი მხრიდან ხის ჩხირი. ისე, რომ მეორე მხარეს გავიდეთ ჩხირი. წამოაცვით მოკლე მხრიდან ჩხირს სულგუნის ან მოცარელას კუბიკი. (იხ.ვიდეო) გაშალეთ ზედაპირზე საკვების შესაფუთი ცელოფანი. კოვზით გადაიტანეთ მასზე კარტოფილის პიურე და გააბრტყელეთ ოთხკუთხედ ფორმად. ჩადეთ მასში ჩხირზე წამოცმული სოსისისი და ცელოფნის მეშვეობით გადაახვიეთ. ასე გააკეთეთ ხუთივე სოსისი. შედგით საყინულეში 1 საათით. შემდეგ გამოიღეთ. მოხსენით ცელოფანი. წინასწარ მოამზადეთ ერთ ჯამში ფქვილი, მეორეში ათქვეფილი კვერცხი, მესამეში - საფანელი. ამოავლეთ ჰოთ-დოგები ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. შეწვით ბევრ ადუღებულ ზეთში. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. სუფრასტან მიიტანეთ კეტჩუპთან ან სხვა სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!