ბანანი გაფცქვენით და დაჭერით თხელ წრეებად. გაარჩიეთ და გარეცხეთ მარწყვი, გაჭერით თითოეული შუაზე. აიღეთ ქინდერ ბუენოს შოკოლადები და დაჭერით თითეული ჩხირი დანაყოფებთან. აიღეთ ტორტის დასაშლელი ფორმა და ფსკერზე მთლიანად გაანაწილეთ ქინდერის შოკოლოდები. ირგვლივ კეფლებზე დაალაგეთ მონაცვლეობით მარწყვისა და ბანანის ნაჭრები. ჯამში ათქვიფეთ ნაღები, მასკარპონე, შაქარი და დაფხვნილი ვანილის ჩხირი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაფარეთ კრემით მთლიანად შოკოლადისა და ხილის მასა, ჩამჩის მეშვეობით ჩაუღრმავეთ ჩიზქეიქს ცენტრი და მოათავსეთ 4 საათით მაცივარში. გამოიღეთ მაცივრიდან და ჩაასხით ცენტრში ნუთელას კრემი. მოაყარეთ დაჭრილი თხილი. გემრიელად მიირთვით!