ნესვისა და საზამთროს რბილობიდან ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ბურთულები ან დავჭრათ სასურველ ფორმაზე. ატამი ან მანგო გავფცქვნათ და თხლად დავჭრათ. შაქრის სიროფს დავუმატოთ ლიქიორი. ხილი ერთად ავურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ პიტნის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!