სოსისები შეწვით ყველა მხრიდან ზეთში. გადაიტანეთ ქალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი, სოდა, შაქარი - აურიეთ და გააკეთეთ გულში ღრმული. ჩაასხით რძე და ჩაახალეთ კვერცხი. მოზილეთ თხელი, ნაზი ცომი. შემწვარი სოსისები წამოაცვით ხის ჩხირებზე. ცომი ჩაასხით მაღალ ვიწრო ჭიქაში. ფრთხილად ჩადეთ თითოეული სოსისი ცომში, ამოავლეთ და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ზეთში. გადაიტანეთ კვლავ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. სუფრასთან მიიტანეთ სასურველ სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!