ბადრიჯანი გავფცქვნათ, დავჭრათ კუბებად, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. ნიორი დავნაყოთ და შევურიოთ მაწონს. 20 წუთის შემდეგ ბადრიჯანი გავწუროთ და კარაქში შევბრაწოთ. ბადრიჯანს დავასხათ მაწონი და როგორც კი დუღილს დაიწყებს, გადმოვდგათ. შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. სურვილისამებრ დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა და ქინძი. ტრადიციულ ვარიანტში კერძს მწვანილი არ ემატება.