სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ყველანაირი მწვანილი დავჭრათ და ხელით ერთმანეთში ავურიოთ. ქვაბში მოვათავსოთ სოკო ერთ ფენად, ზემოდან დავაყაროთ დაჭრილი მწვანილეული, მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა და ცოტა ტყემალი. ასე გავიმეოროთ დანარჩენი ფენები. ბოლოს დავასხათ ღვინო, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ მომზადებამდე.