ტაფაზე გაახურეთ ზეითუნის ზეთი, 1 თავი მოხრაკეთ ხახვი, 2 კბილი დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ისპანახი, აურიეთ და თუშეთ, სანამ ისპანახი კარგად არ მოიწალება. ჯამში ჩაყარეთ 1 ს/კ მარილი, პილპილი, პაპრიკა,ნივრის ფხვნილი, აურიეთ. აიღეთ ხორცის ნაჭერი წაუსვით სუნელების მასა ორივე მხრიდან, შემდეგ დაბეგვეთ კარგად. ზედაპირზე დააფინეთ ყველის ფირფიტები, გაანაწილეთ მოთუშული ისპანახი, გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად. შემდეგ გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი. გაცივებული რულეტი ამოავლეთ ჯერ ფქვილის, შემდეგ კვერცხის, შემდეგ კი საფანელის მასაში. შემდეგ კვლავ კვერცხში და ისევ საფანელში. ქვაბში ან ფრიტიურში გაახურეთ ბლომად ზეთი, შეწვით რულეტი 5 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან. გადაიტანეთ ცხაურზე და მოათავსეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ სოუსი: ქვაბში გაადნეთ კარაქი, მოხრაკეთ მასში ნიორი, დაუმატეთ ფქვილი, თან ურიეთ. ჩაასხით რძე (არ შეწყვიტოთ მორევა), დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე დაფქული მუსკატის კაკალი. როგორც კი მასა წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემწვარი რულეტი დაჭერით და მოასხით მომზადებული სოუსი. გემრიელად მიირთვით!