დაჭერით წიწაკები და ლორი წვრილად და მოხრაკეთ ცოტაოდენ ზეთში. ჯამში ჩაახალეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული და აურიეთ. გაჭერით თითოეული სოსისი სიგრძეზე ისე, რომ არ გაიჭრას ბოლომდე. ტაფაზე დადეთ ორი ცალი სოსისი ისე, რომ მიიღოთ ოთხკუთხედი ჩარჩო, ხოლო გულში ერთი სოსისით გააკეთეთ გულის ფორმა (იხ. ვიდეო). გაავსეთ "გულსა" და ჩარჩოს შორის ადგილები ბოსტნეულისა და კვერცხის მასით. გულჩი კი ჩაახალეთ ერთი კვერცხის გული. მეორე ულუფას გულში ჩააყარეთ გახეხილი ყველი. რომენტიკული საუზმე ორისთვის მზდ არის! გემრიელად მიირთვით!