პომიდორს ამოაჭერით გულები. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, კრემ-ყველი, დაჭრილი (უმჯობესია, შემწვარი) ლორი, გახეხილი ყველი, რძე, მარილი და პილპილი. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ. გაშალეთ პიცის ცომი, ჩააფინეთ ოდნავ ღრმა ფორმაში. ზემოდან მოათავსეთ პომიდვრის მზა ფიალები, ჩაალაგეთ მასში მოცარელას ბურთები და ჩაასხით ცომში კრემ-ყველისა და ლორის მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!