ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. გააცხელეთ ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მასა ახაჭოვდება. გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. გადაიტანეთ მარლაში, გაწურეთ და დაკიდეთ ისე, რომ ბოლომდე დაიწუროს შრატი. უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო ხაჭო მზად არის!