ალუბალს გამოაცალეთ კურკა, მოაყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი, აურიეთ და გააჩერეთ. ხაჭოს დაუმატეთ ნაღები, კვერცხი, შაქრის პუდრა და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააბრტყელეთ ცომი სწორკუთხედ 45x35 -ზე ფირფიტად. ერთ, განიერ კიდეზე, 1/3-დ ფართობზე მოაყარეთ საფანელი, გაანაწილეთ ზედ ხაჭოს მასა, გაწურეთ შაქრიანი ალუბალი (წვენი შეინახეთ სერვირებისთვის) და მოაყარეთ ხაჭოს მასაზე. ფრთხილად გადაახვიეთ ფირფიტა რულეტად, გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე გახსნილი კიდით ქვემოთ. გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შედგით გამოსაცხობი ფირფიტა ქვედა ღუმელის ქვედა თაროზე და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე გააჩერეთ შტრუდელი 15-20 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი ნაყინთან და ალუბლის წვენთან ერთად. გემრიელად მიირთვით!