ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები, ჩააგდეთ ვანილის ჩხირი, 1/4 ჭიქა შაქარი და დადგით ცეცხლზე. ურიეთ შეუჩერებლად, სანამ მასა არ ადუღდება. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხის გული და 1/4 ჭიქა შაქარი, ასევე მწიკვი მარილი. კვერცხის მასას დაუმატეთ თითო ჩამჩით (სულ 2 ჩამჩა) ადუღებული რძის მასა, თან შეუჩერებლად ურიეთ. შემდეგ ჩაასხით რძისა და ნაღების ქვაბში კვერცხის მასა, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოამზადეთ ყინულებიანი ჯამი. ჩადგით ჯამში მეორე ჯამი და საწურის მეშვეობით გადაიტანეთ მოხარშული კრემი ყინულებში ჩადგმულ ჯამში. გადააფარეთ ცელოფანი და ასე გააცივეთ. მარწყვი გარეცხეთ, გაარჩიეთ, დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ 2 ს/კ შაქარი, მოასხით 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ წვენს არ გამოუშვებს. შემდეგ გაატარეთ საცერში ისე, რომ მიიღოთ თხელი ჯემი. გააციეთ. აიღეთ სუფლეს ფორმები, წაუსვით თითოეულს კარაქი და მოაყარეთ შაქარი. ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა ტარტარის კრემსა და მწიკვს მარილთან ერთად მყარი, ღრუბელივით მასის მიღებამდე. დაუმატეთ ნელ-ნელა 1/3 ჭიქა შაქარი და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ მარწყვით თხელი ჯემი და კოვზით კარგად ამოურიეთ. გაანაწილეთ სუფლეს ფორმებში, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით მოხარშული კრემი. გემრიელად მიირთვით!