ფქვილი, მარილი და საფუარი ავურიოთ. დავასხათ თბილი წყალი და ნელ-ნელა ვუმატოთ ზეითუნის ზეთი. თან ვზილოთ ცომი. 10 წთ-ის შემდეგ გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და დავდგათ 2 სთ. ასაფუებლად. ცომი გადავიტანოთ საცხობ დაფაზე, გავუკეთოთ ჩარღმავებები და მოვაყაროთ მარილი და კამის თესლი. გავაჩეროთ ასე 20 წთ. შემდეგ გამოვაცხოთ 220 გრადუსზე 15 წთ.