იტალიური პური - ფოკაჩა
იტალიური პური - ფოკაჩა
დრო 180წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 400 გ
  • მარილი
  • მშრალი საფუარი - 7 გ
  • თბილი წყალი - 200 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 60 მლ
  • კამის თესლი და მარილი - ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები

ფქვილი, მარილი და საფუარი ავურიოთ. დავასხათ თბილი წყალი და ნელ-ნელა ვუმატოთ ზეითუნის ზეთი. თან ვზილოთ
ცომი. 10 წთ-ის შემდეგ გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და დავდგათ 2 სთ. ასაფუებლად. ცომი გადავიტანოთ საცხობ
დაფაზე, გავუკეთოთ ჩარღმავებები და მოვაყაროთ მარილი და კამის თესლი. გავაჩეროთ ასე 20 წთ. შემდეგ გამოვაცხოთ 220
გრადუსზე 15 წთ.