ქათამი დავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ტაფაზე დავდოთ კარაქი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. სტაფილო დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და ჩავუმატოთ ქათმის ბულიონს, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, მოთუშული ხახვი და ვადუღოთ 10 წთ. ბოლოს დავუმატოთ ბრინჯის ფანტელები, მარილი და პილპილი. წამოვადუღოთ და კერძი მზადაა.