1 კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით. დაჭერით ყაბაყი თხელ წრეებად, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შეწვით ორივე მხრიდან, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. გახეხეთ სტაფილო მსხვილად, დაჭერით წმინდად ნიორი, დაჭერით პომიდორი წრეებად, ხოლო ხახვი - ნახევარწრეებად. წაუსვით ღუმელის ფირფიტას ან ტაფას ზეთი, ააწყვეთ პიცა შემწვარი ყაბაყის ორ ფენად. თითოეული ფენა დაფარეთ მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათმის ფილეთი, ზემოდან კი გაანაწილეთ ხახვისა და სტაფილოს არეული მასით, შემდეგ დაალაგეთ წრეებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ნიორი. ქათმის ხორცის ბოლო ფენას მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით 1 კვერცხისა და რძის ათქვეფილი მასა. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ყველის გადნობამდე. გემრიელად მიირთვით!