მოამზადეთ პოპკორნი მიკროტალღურ ღუმელში (ან შეიძინეთ უკვე მომზადებული, დანამატების გარეშე), ჩაყარეთ დიდ ჯამში. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, სიროფი (ან თაფლი), აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ შესქელებული რძე, სანელებლები, მარილი და ვანილის შაქარი, განაგრძეთ მორევა. კარამელი ოდნავ უნდა გამკვრივდეს, ძალიან არ უნდა გაასქელოთ. დაასხით მომზადებული სიროფი პოპკორნს (ფრთხილად, სიროფი ძალიან ცხელია) და ამოურიეთ ხის კოვზით. დააფინეთ გაშლილ ჭურჭელზე (ფირფიტაზე) პერგამენტის ქაღალდი. გააკეთეთ სიროფიანი პოპკორნისგან ხელით ბურთები, დაალაგეთ პერგამენტზე და გაუკეთეთ თითოეულს ხის ჩხირი. გაადნეთ თეთრი შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში (ან წყლის აბაზანაზე) და მოასხით კარამელის ბურთებს. შეგიძლიათ მორთოთ კიდევ სურვილისამებრ, შეფუთოთ თუ ვინმესთვის საჩუქრად გინდათ და ასე შემდეგ... გემრიელად მიირთვით!