ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ ზეთდასხმულ ტაფაზე და შევწვათ საშუალო ცეცხლზე. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი კარგად რომ მოიშუშება, დავუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, შემდეგ გახეხილი სტაფილო, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ტომატი გავსხნათ იმდენ წყალში, რომ ბრინჯს ზემოდან, პირზე მოადგეს და დავასხათ. გემოვნებით მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 40-45 წთ.