ლობიო დაყარეთ საწურზე (სურვილისამებრ, გადაავლეთ ცივი წყალი). ათქვიფეთ ქუნჯუთის პასტა (ტხინა), ნივრის ნახევარი, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი სასმელი წყალი, ლიმონის ცედრა, მარილი და პილპილი, დაახლოებით 100 მლ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ ყველაფერი ლობიოს და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. გადაიტანეთ ჰუმუსი ჯამში და გააკეთეთ ცენტრში პატარა ჩაღრმავება. გაფცქვენით დარჩენილი ნიორი, გაასუფთავეთ ჯანჯაფილი და დაჭერით წმინდად. გაახურეთ პატარა ტაფაზე 6-7 ს/კ ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ მასში ჯანჯაფილი, ნიორი და ძირა. თან ურიეთ, რათა არ მიიწვას. ხრაკეთ დაახლოებით 1,5 წუთი.. მოასხით ცხელ-ცხელი სანელებლებიანი ზეთი ჰუმუსს და გააჩერეთ, სანამ მთლიანად არ გაცივდება. დაჭერით პური პიტა სამკუთხედ ნაჭრებად და გამოაშრეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 6-7 წუთის განმავლობაში. გაშლილ თეფშზე წრეზე დაალაგეთ პიტას კრუტონები, ცენტრში კი დადგით ჰუმუსი. გემრიელად მიირთვით!