რძეს დაუმატეთ ვანილის შაქარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი. კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან. კვერცხის გული გაქენით შაქართან ერთად, დაუმატეთ ნელ-ნელა რძე და სახამებელი, ურიეთ შეუჩერებლად და ხარშეთ მასა გასქელებამდე. ათქვიფეთ ცილა მკვრივი მასის მიღებამდე, შეურიეთ კრემის ძირითად მასას. ათქვიფეთ ნაღები, ნაწილი შეურიეთ კრემს, ხოლო მეორე ნაწილს დაუმატეთ ქოქოსის ლიქიორი. შოკოლადის კრემი გაანაწილეთ კერამიკის ფიალებში და მორთეთ ქოქოსის სიროფიანი ნაღებით. გემრიელად მიირთვით!