დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, პილპილი, ნივრის ფხვნილი, ბარბექიუს სოუსი (ან კეტჩუპი), თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეწვით კარგად გახურებულ ზეთში ყველა მხრიდან. ღუმელის ფირფიტაზე დაალაგეთ ტორტილას ფირფიტები (ან დაჭერით პატარა წრეებად სომხური ლავაში) ერთმანეთზე მიჯრით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველის მიქსი, დაჭრილი ხახვი, შემწვარი და წვრილად დაჭრილი ლორი, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე შემწვარი ქათმის ფილე, ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიირთვით ცხელ-ცხელი!