თავდაპირველად მოამზადეთ ბისკვიტი: დარბილებულ კარაქთან ერთად ათქვიფეთ შაქრის პუდრა გათეთრებამდე. ცალკე ჯამში ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ კარაქის მასას. დაუმატეთ მწიკვი მარილი და ჩააცერით ფქვილი და კაკაო. მოზილეთ ცომი. გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. აიღეთ ტარტის ფორმა. გააბრტყელეთ ცომი თხლად და ჩააფინეთ ფორმაში ფრთხილად. კიდეები შეუსწორეთ ფორმის მიხედვით. დაჩხვლიტეთ ზედაპირი. მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. მოამზადეთ შოკოლადის განაში: ცეცხლზე ქვაბით დადგით წყალი, როგორც კი შეცხელდება დაუმატეთ კარაქი, თან ურიეთ, დაუმატეთ ხსნადი ყავა და როგორც კი მასა წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან. ჯამში ჩაყარეთ დამტვრეული შავი შოკოლადი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და დაასხით ყავის ცხელი მასა. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაახალეთ 3 კვერცხი და კვლავ კარგად ააურიეთ. დაასხით გამომცხვარ ტარტს შოკოლადის განაში და შედგით კვლავ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ჟოლოთი და შაქრის პუდრით.