მოამზადეთ სქელძირიანი ტაფა (სასურველია, იყოს თუჯის) და დადგით ძლიერ ცეცხლზე. როგორც კი ტაფა გაცხელდება, ჩაყარეთ ერთ ფენად წიწიბუდა, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი (როგორც წესი, 3 ს/კ 100 გ წიწიბურად თავისუფლად ყოფნის) და ხრაკეთ ბურღულეული იქამდე, სანამ არ გათეთრდება. რამდენიმე წუთი საკმარისი იქნება. როგორც კი გათეთრდება წიწიბურა, გადმოდგით ცეცხლიდან. დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, სანამ არ მოცილდება ზედმეტი ცხიმი. გემრიელი სნეკი მზად არის.. ჩაუჯექით ფილმს ან ფეხბურთს და გაერთეთ.