მარწყვი ჯემი ჩაასხით ტორტის დასაშლელ ფორმაში, ზემოდან დაადეთ ტორტის მზა ბისკვიტის ერთი ფირფიტა და შედგით საყინულეში 15 წუთით. სილიკონის ფორმაში ჩაასხით თეთრი შოკოლადის მუსის 1/2-დი, გამოიღეთ საყინულედან ბისკვიტი, ამოიღეთ ფორმიდან და ჩადეთ მუსში, ზემოდან დაასხით დარჩენილი მუსი და კვლავ შეაბრუნეთ საყინულეში. მოამზადეთ მინანქარი: ქვაბში ჩაასხით 300 მლ წყალი, დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ შაქარი, შესქელებული რძე და ურიეთ შეუჩერებლად, სანამ მასა არ ადუღდება. მანამდე ცოტაოდენ წყალში დაალბეთ ჟელატინი 5-10 წუთით. დარბილებული ჟელატინი გაწურეთ და დაუმატეთ მინანქრის ძირითად მასას და ურიეთ.. მიიყვანეთ ადუღებამდე, ჟელატინის სრულ გახსნამდე. ჯამში ჩაამტვრიეთ თეთრი შოკოლადი, დაასხით მინანქრის ცხელი მასა და ურიეთ შოკოლადის ბოლომდე გადმობამდე. მიღებული მასა გაყავით სამად, 3 მოგრძო ჭურჭელში. 2 ჯამში გახსენით სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი და თითოეული ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. შემდეგ კი შეურიეთ მინანქრის სამივე მასა ერთმანეთში. გამოიღეთ ტორტი საყინულედან. ლითონის ფირფიტაზე, შუაში მოათავსეთ შედედებული რძის ცარიელი ქილა, დაადეთ ზამოდან ტორტის ბისკვიტი მუსით და მოასხით მინანქარი. დაელოდეთ მინანქრის შეგრილებას და იმას, რომ ზედმეტი მინანქარი ჩამოიღვენთოს და გადაიტანეთ ტორტი გაშლილ ტეფშზე. გემრიელად მიირთვით!