ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული, რათა შემდეგ შეძლოთ მათი დაფარშვა. შეწვით ფრიტიურში (ბევრ ზეთში). ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად. გულსართისთვის: ხახვი და ნიორი დაჭერით წმინდად, პომიდორი კუბიკებად. გაახურეთ ზეითნის ზეთი ტაფაზე და მოხრაკეთ ჯერ ხახვი და ნიორი, შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და ყველაფერი ერთად მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ მასზე შემწვარი ბადრიჯნები და ამოავსეთ გულსართით. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ბულგარული სისაკა. აცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანისას მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და ლიმონის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!