გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დაყარეთ 3/4 ჭიქა შაქარი და მოათავსეთ 95 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7 წუთით. ამასობაში კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან და ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ ღუმელში გამთბარი შაქარი. თქვიფეთ ბეზე შაქრის სრულ გახსნამდე. დაუმატეთ ვანილი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. საკვები საღებავები გაანაწილეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში. მოიმარკვეთ ხის ჩხირი და საკონდიტრო ტომარა (აჯობებს გამოიყენოთ გამჭვირვალე პაკეტი). გააკეთეთ ტომრის შიგნიდან ხის ჩხირით და საკვები საღაბევებით სხვადასხვა ფერის ზოლები (იხ.ვიდეო), ჩადეთ ტომარაში ბეზე და დასვით პერგამენდტაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე ბეზეთი პატარა ფორმები. მოათავსეთ 95 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. გამომგზავარ ბეზეებს ბრტყელი მხრიდან წაუსვით ცივი მზა კრემი (აქ იხილეთ კრემის რეცეპტი) , შუაში ჩაუდეთ ცოტაოდენი მარწყვის ჯემი და დააფარეთ მეორე მერენგა (ბეზე). გემრიელად მიირთვით!