გახეხეთ პარმეზანი წვრილ სახეხზე. ნიორი გაატარეთ პრესში. პატარა ჯამში აურიეთ მაიონეზი, გახეხილი პარმეზანი, ნიორი, პილპილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკების ნარევი), მარილი, ლიმონის წვენი - ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, წვრილ ნაკადათ ჩაუშვით ზეითუნის ზეთი. მზა სოუსი გამოყენებამდე გააჩერეთ 15 წუთი, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად გაუჯდეს. გემრიელად მიირთვით!