ჭიქაში ჩაასხით ორივენაირი სიროფი, დაუმატეთ ვარდკაჭკაჭა (დაფქული), შაქარი და დაასხით ცოტაოდენი წყალი. აურიეთ იქამდე, სანამ ყველა ფხვიერი ინგრედიენტი ბოლომდე არ გადნება. მიღებული ესენცია გაფილტრეთ ორმაგ მარლაში. გაფილტრული მასა ნელ-ნელა, წვრილ ნაკადათ ჩაუშვით გაზიან წყალში, აჯობებს ეს გააკეთოთ გაზიანი წყლის ბოთლშივე. რაც უფრო ფრთხილად და ნელა ჩაუშვებთ ესენციას გაზიან წყალში, მით ნაკლები გაზი გაუვა სასმელს. გააციეთ სასმელი და გემრიელად მიირთვით!