
ბადრიჯანი თინუსის პაშტეტით - ამბობენ, რომ ამ კერძს სიცილიელები ხშირად პიკნიკზე ამზადებენ და როგორც წესი, ბადრიჯანს ამ დროს გრილზე წვავენ. ჩვენ ღუმელში მოვამზადებთ - ასე კერძი არანაკლებ გემრიელი გამოვა.
დაჭერით ბადრიჯანი გრძელ, თხელ ნაჭრებად. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. დაალაგეთ ზედ ბადრიჯნის ნაჭრები. მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე ხმელი ქონდარი.
აცხვეთ 20 წუთი. 10-10 წუთი თითოეულ მხარეს, 120 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გახსენით თინუსის ქილა, გადაუღვარეთ წვენი. გაქენით ჩანგლით, დაუმატეთ კაპერსები და ღვინო და დააბლენდერეთ.
გადმოიტანეთ შემწვარი ბადრიჯანი თეფშზე, ზემოდან გაანაწილეთ თინუსის პაშტეტი, მოასხით ლაიმის წვენი და მორთეთ ლაიმის ნაჭრებითა და დაჭრილი წითელი ხახვით.
გემრიელად მიირთვით!