ყველის ფირფიტას დაადეთ ლორის ფირფიტა, გაჭერით ოთხ თანაბარ ნაწილად და ოთხივე ნაწილი დაადეთ ერთმანეთზე, რომ მიიღოთ სქელი კუბიკი. გაფცქვნილი კარტოფილი გახეხეთ და გაწურეთ ტილოს მეშვეობით. გახეხილ კარტოფილს დაუმატეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და კვერცხი. აურიეთ. აიღეთ ხელით ერთი გუნდა, გააბრტყელეთ და ჩადეთ ლორისა და ყველის ფირფიტების ერთი კვადრადი, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა და მოათავსეთ პერგამენდაფენილ ფირფიტაზე. შედგით მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ გამოიღეთ, გაახურეთ ქვაბში იმდენი ზეთი, რომ კატლეტები მთლიანად დაფაროს და ადუღებულ ზეთში, საწურის მეშვეობით ჩადეთ სათითაოდ კარტოფილის კატლეტები. როცა ყველა მხრიდან დაიბრაწება, ამოიღეთ და დადეთ ცხაურზე, რომ დაიწუროს ზედმეტი ცხიმი. გემრიელად მიირთვით!