ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი მკვრივი, ღრუბელის მსგავსი მასის მიღებამდე, ჩააცერით შაქრის პუდრა და ნუშის ფქვილი და კოვზით ამოურიეთ კარგად. გაყავით მიღებული მასა 2 თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ 3 წვეთი წითელი საკონდიტრო საღებავი. მოათავსეთ თითუელი მასა ცალ-ცალკე საკონდიტრო ტომარაში და გადაიტანეთ ორივე ერთ ტომარაში. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და დასვით მასზე მაკარუნები. დაარტყით მაგიდაზე ფირფიტა რამდენიმეჯერ, რათა ბეზე კარგად დაჯდეს და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ მოათავსეთ 140 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი. მოამზადეთ კრემი: ჯამში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა და რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამომცხვარი მაკარუნები გააგრილეთ. დაასვით ბრტყელი მხრიდან კრემი წრეზე, გულში კი ჩაუდეთ მარწყვის ჯემი და დააფარეთ მეორე მაკარუნი. გემრიელად მიირთვით!