მოამზადეთ გულსართი: ღრმა ტაფაში გაახურეთ ზეთი, მოხრაკეთ მასში კუბიკებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე და ხრაკეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სანელებლები: მარილი, წითელი დაფქული წიწაკა და შავი პილპილი, აურიეთ და გააგრილეთ. გაშსალეთ ლავაში და დაჭერით სამკუთხედ სეგმენტებად. განიერ კიდეზე გაანაწილეთ გულსართი, შემოუკეცეთ კიდეები და დაახვიეთ მილებად. კიდის დასაფიქსირებლად წაუსვით ლავაშს ცოტაოდენი წყალი. დაალაგეთ რულეტები ზეთწასმულ ლითონის ფირფიტაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. მოამზადეთ სოუსი: ამისათვის არაჟანს დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი. ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ პაპრიკა. გამომცხვარი რულეტები დაალაგეთ გაშლილ თეფშზე მზის ფორმად, მოასხით ჯერ ნივრიანი არაჟანი, ზემოდან კი პაპრიკიანი კარაქი და მიიტანეთ სუფრასთა. გემრიელად მიირთვით!