კოქტეილი ''ბელინი''
კოქტეილი ''ბელინი''
დრო 5წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შამპანური - 3/4 ჭიქა
  • ატამი - 1, გაფცქვნილი და დაჭრილი
  • შაქრიანი სიროფი - 1 ჩ,კ
მომზადების წესები
ბელინი ატმის კოქტეილია, რომელიც იტალიელმა ბარმენმა ჯუზეპე ჩიპრიანიმ შექმნა ჯოვანი ბელინის გამოფენასთან დაკავშირებით. მზადდება ატმისა და შამპანურისგან. მისი ფასი ბარებში განსხვავდება და შამპანურის სახეობაზეა დამოკიდებული.

ატამი დავაბლენდეროთ და ჩავასხათ კარგად გაციებულ ბოკალში. შევურიოთ შაქრის სიროფი, შემდეგ დავასხათ ცივი შამპანური.

ჭიქა გავაფორმოთ რომელიმე სეზონური ხილით.
ტეგები:
ატამი კოქტეილი შამპანური ნანახია: 5908