დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი. ვანილის ჩხირი გაჭერით სიგანეზე, ამოყარეთ თესლი და ჩაყარეთ შაქრიან წყალში, იქვე ჩააგდეთ თავად ვანილის ჩხირიც. დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ 7-10 წუთი. ამასობაში გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ლაიმს თხელ ფენად ააჭერით ცედრა, თავად ნაყოფი კი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი. ჩაყარეთ მზა სიროფში ჯანჯაფილის ნაჭრები, დაუმატეთ ლაიმის ცედრა და წვენი. გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ ქვაბს თავსახური და გააცივეთ მთლიანად 1 საათის განმავლობაში. ნესვი გაფცქვენით, ამოაცალეთ თესლი, რბილობი დაჭერით პატარა კუბიკებად. ნესვის კუბიკები ჩაყარეთ ჯანჯაფილიან სიროფში, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!