მოამზადეთ ცომი: ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მშრალი საფუარი, სოდა, მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი და ელასტიკური ცომი. გადაიტანეთ ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათბი თბილ ადგილას. ამასობაში მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქრის პუდრასთან, ლიმონის ცედრასა და წვენთან, ვანილთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაფუებული ცომი გადმოიღეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ. მოამზადეთ ორივენაირი ჯემი: ჟოლოსი და მოცვის (შეგიძლიათ ჯემები თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ სხვა ხილით). შეურიეთ ჟოლოს ჯემს 1 ჩ/კ კრემი, ხოლო მოცვისას 1/4 ჩ/კ. გაბრტყელებულ ცომის 1/4 ნაწილს წაუსვით კრემი, შემდეგ გაანაწილეთ ჟოლოს ჯემი, ბოლოს კი პატარა მონაკვეთზე წაუსვით მოცვის ჯემი. დაახვიეთ მჭიდრო რულეტად, ხოლო შემდეგ დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. ღრმა გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაალაგეთ პატარა რულეტები მჭიდროდ (იხ.ვიდეო), გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 საათით. შემდე მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ფუნთუშას მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!