ათქვიფეთ კრემ-ყველი, დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და ვანილი და განაგრძეთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. აიღეთ ფილოს ცომი. თუ პატარა ფირფიტები არ არის, დაჭერით ოთხკუთხედებად. მოათავსეთ გულში მომზადებული კრემი და შეახვიეთ, როგორც ბლინები. შეწვით ცხელ ზეთში ყველა მხრიდან. შემწვარ ბლინებს მოაყარეთ შაქრის პუდრა. მოამზადეთ მარწყვის სოუსი სერვირებისთვის: ჩაყარეთ პატარა ქვაბში მარწყვი, დაასხით ცოტაოდენი წყალი, დააყარეთ შაქარი. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. გააციეთ სუფრასთან მიტანამდე. გემრიელად მიირთვით!