ფენოვანი ცომი გაალღვეთ თუ გაყინულია, გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ღრმა გამოსაცხობ ფორმაში. ვაშლი გათალეთ, გაჭერით თუთოეული შუაზე, ამოაჭერით გულები და დაჭერით თხელ ნაჭრებად ისე, რომ ნახევარი ვაშლის სიმთელე არ დაარღვიოთ. დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები ცომზე და მოამზადეთ სოუსი. კვერცხი ჩაახალეთ ჯამში, დაასხით რძე, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, ფქვილი და შაქარი - ათქვიფეთ ყველაფერი კარგად და დაასხით ცომსა და ვაშლებს. მოაყარეთ ცოტოადენი ყავისფერი შაქარი და მოათავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი ნაყინთან ერთად.