ღერღილი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოების 3 სთ. დროდადრო ვურიოთ ხის კოვზით. ბოლოს ჩავაზილოთ სიმინდის ფქვილი. ჩოპერში მოვათავსოთ ნიგოზი, პიტნა, ტარხუნა, ახალი ნიორი და სუნელები და დავფქვათ. ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით. ცხელი ღომი ამოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ მწვანილებიანი ნიგოზი.