ჭარხალი გავფცქვნათ, და დავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ დავაბლენდეროთ წვენთან ერთად, სანამ სასურველ კონსისტენციას მიიღებს. თუ სქელია, კიდევ დავუმატოთ ანადუღარი წყალი. წვნიანს შევურიოთ არაჟანი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, კიტრი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. შევანელოთ მარილით, წიწაკითა და ძმრით. წვნიანი 2 საათით მაცივარში დავდოთ.