მხალი წვრილად დავჭრათ, მოვხარშოთ, ერთად ავურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნიგოზი და ძმარი, შემდეგ კი შევურიოთ მხალს. თუ მწნილს გამოვიყენებთ, ძმარი ნაკლები დასჭირდება, ხოლო თუ მხოლოდ მოხარშულ მხალს მოვამზადებთ – მეტი.