შესქელებული რძე გადავიტანოთ თასში და დავუმატოთ ნაღები (ათქვეფის გარეშე), მოვურიოთ კოვზით ან ხელის სათქვეფელათი ისე, რომ ბოლომდე შეერიოს ერთმანეთს. "პეჩენია" ჩავდოთ რაიმე ყალიბში, დავასხათ კრემი და ასე გავიმეოროთ ბოლო ფენამდე. ზემოდან მოვაფხვნათ "პეჩენია" და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 4 საათი.