შოკოლადის ბლინები
შოკოლადის ბლინები
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • კაკაო - 2 ს.კ
  • ფქვილი - 85 გ
  • გამდნარი კარაქი - 30 გ
  • რძე - 3/4 ჭ
  • ვანილი
  • ყავის ლიქიორი - 1 ს.კ
მომზადების წესები
შეურიეთ კვერცხი, შაქარი, კაკაო, ვანილი, ყავის ლიქიორი. დაამატეთ ფქვილი და გამდნარი კარაქი. ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

გააცხელეთ რძე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ.

გამოაცხეთ გაცხელებულ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ ცოტა ზეთს მოუსმევთ.

ცხელ ბლინებს გულში ჩაუდეთ სასურველი გულსართი: ხაჭო ან არაჯანი ხილით, ნაღების კრემი ხილით, ხილი შოკოლადის სოუსით და ა.შ.
ტეგები:
კაკაო ბლინი რძე შოკოლადი ნანახია: 16126