ჩაფშვენით ჯამში ნედლი საფუარი, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და დაასხით რძე. პატარ-პატარა ულუფებად დაუამტეთ 200 გ ფქვილი და მოზილეთ თხელი ცომი. გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1,5 საათი. მასა უნდა გახდეს ორმაგი. დარჩენილ ფქვილს ცალკე ჯამში შეურიეთ ვანილის შაქარი, გაფუებული ცომის მასა, კვერცხის გულები, არაჟანი, დარბილებული კარაქი, კონიაკი და მოზილეთ ნაზი, ელასტიკური ცომი. გადააფარეთ სველი, კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერეთ 1,5 საათი. შემდეგ ჩაზილეთ ცომი, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ სისქის ფირფიტად. ამოჭერით ჭიქით წრეები. დაალაგეთ წრეები ზედაპირზე, გადააფარეთ სველი ნაჭრის ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთი. ღრმა სქელძირიან ტაფაში გაახურეთ ბლომად ზეთი. სათითაოდ ჩადეთ ცომის წრეები ადუღებულ ზეთში, დაუკელით ცეცხლს საშუალო სიმძლავრეზე და დაბრაწეთ ფუნთუშები ყველა მხრიდან; გადმოიტანეთ შემწვარი ფუნთუშები ქაღლდის ხელსახოცდაფენილ გაშლილ თეფშზე და როცა ზედმეტი ცხიმი კარგად მოშორდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტრადიციულად, ვარშავული ფუნთუშების გულს ვარდის მურაბით ავსებენ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ ფუნთუშები ნებისმიერ ჯემთან, შოკოლადის კრემთან ან თაფლთან ერთად. გემრიელად მიირთვით!