ფქვილი გაცერით მწიკვ მარილთან ერთად, გააკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ თანდათანობით რძე და გააკეთეთ თხელი ცომი. გაადნეთ 25 გ კარაქი, დაუმატეთ ცომს, აურიეთ. უწვავი ზედაპირის მქონე ტაფა გაახურეთ, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და გამოაცხვეთ ბლინები. ატამი გარეცხეთ, გაფცქვენით და ამოაცალეთ კურკა. რბილობი დაჭერით. ღრმა ტაფაში გაადნეთ 25 გ კარაქი და შეწვით ატმის ნაჭრები (2-3 წუთის განმავლობაში). დაუმატეთ 25 გ შაქარი, ლიქიორი და ღვინო. ვანილის ჩხირი გაჭერით სიგანაზე, ამოაცალეთ გული და დაუმატეთ ატმის მასას. ადუღეთ ატმის მასა დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ლითონის ფირფიტას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი. გამომცხვარი ბლინების ნახევარზე გაანაწილეთ ატამი, გადააფარეთ ბლინის მეორე ნახევარი. დაალაგეთ ბლინები ლითონის ფირფიტაზე, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დაალაგეთ დარჩენილი კარაქის ნაჭრები. აცხვეთ ბლინები 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-4 წუთის განმავლობაში. ოდნავ გააგრილეთ და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!