არაჟანი და კვერცხის გულები ავურიოთ, დავუმატოთ ფქვილი, 500 მლ წყალი და ოდნავ შემთბარი ლუდი. თუ მასას სათქვეფელათი ვერ გავთქვეფთ, ბლენდერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ სანელებლები და მუდმივი მორევით ადუღებამდე მივიყვანოთ. წვნიანი შეგვიძლია გავათხელოთ ანადუღარი წყლით. მივირთვათ გახუხულ პურთან ან კრუტოებთან ერთად.